ზაჰესის საავტომობილო ხიდზე მოძრაობა იზღუდება

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!