ვიცეპრემიერი: აშშ-სთან ფრენებზე მცდელობას არ ვაკლებთ, თუმცა მათი მოხმარება გვჭირდება

საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება -სთან პირდაპირი ფრენების დასაწყებლად “მცდელობას არ აკლებს”, თუმცა აშშ-ის მთავრობის მხრიდან “მოხმარებს სჭირდებათ”.
პრესკონფერენციაზე დავითვაშვილმა თქვა, რომ აეროპორტებში საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებებისთვის მზად არიან, მაგრამ მართო მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის.
“ჩვენი მხრიდან აქტივობა ძალიან დიდია, ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მოვიზიდოთ მეტი და ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან, მათ შორის ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს. ამ კუთხით ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ იგივე ინფრასტრუქტული ცვლილებები, რაც შეიძლება, ჩვენს აეროპორტებში იყოს საჭირო, ეს განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის.
გვესმის, რომ საწყის ეტაპზე კომერციულად შეიძლება, პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად და აქაც, ალბათ, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერა იქნებოდა მიზანშეწონილი და უპრიანი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღმავოს”, – თქვა დავითაშვილმა.
აშშ-სთან პირდაპირი ფრენების საკითხი ბოლო პერიოდში აქტუალური პრემიერმინსიტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გახდა. მან თქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში “გარკვეული სისუსტე ჰქონდათ”, ერთერთ მაგალითად კი მოიყვანა ის, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები არ არის.
აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე საუბრობდა საქართველოში შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი. ერთერთ ბოლო განცხადებაში მან თქვა, რომ “პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია”.