ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ ერთობლივი საგანმანათლებლო, პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის ერთობლივ განხორციელებაზე.
ინფორმაციის თანახმად, მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო სანადირაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს და სამსახურის თანამშრომლებს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პირადად უმასპინძლა და მუზეუმი დეტალურად დაათვალიერებინა.
„მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო სანადირაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.