„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვარსკვლავების გავლენის გამო ამ კვირაში შესაძლოა სხვადასხვა სახის გაუგებრობები შეგექმნათ, როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. მთელი თქვენი დიპლომატია უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული კამათი ხელმძღვანელებთან ან ნათესავებთან. მიზანშეწონილი არ არის მთელი დღე-ღამეების სამსახურში გატარება, ეცადეთ სუპერ-დავალებები არ მიიღოთ და ყველაფერი დღის განმავლობაში მოაგვაროთ. ადვილად შეგიძლიათ იპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილებები თქვენი პრობლემების გადასაჭრელად.
სასიკეთო დღეები: 27, 1. არასასიკეთო დღე: 29.
კურო
ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, მოუსმინეთ რჩევებს, რომლებსაც შემთხვევით მიიღებთ. ცხოვრება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით სამსახურში და პირად სფეროში. მეგობრებთან საერთო პოზიციები, ინტერესები და მოსაზრებები იქნება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გასაღები, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში შეგექმნათ. შუა კვირაში საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდებათ, ეცადეთ, ყურადღება არ მოაკლოთ. კვირას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ სარკასტულ სიტყვებს თქვენი ცხოვრების პარტნიორისგან. აუცილებელი არ არის ყველაფერზე რეაგირება. იქნებ, უბრალოდ, ცუდი დღე აქვს?
სასიკეთო დღეები: 26, 2. არასასიკეთო დღე: 28.
ტყუპი
თითქმის ყველაფერი, რასაც ამ კვირაში გეგმავთ, განხორციელდება. დაგჭირდებათ მონდომება, აქტიურობა და სიტუაციაზე სწრაფად რეაგირების უნარი. უამრავი შემოქმედებითი იდეა გექნებათ. საკმარისია გადადგათ პატარა ნაბიჯი წინ და შეძლებთ თქვენი გამარჯვება იზეიმოთ. საჭიროების შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მიმართოთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. თქვენი ხელმძღვანელები დააფასებენ თქვენს ნიჭს და უნარებს და დიდი ალბათობით დაწინაურებას და ხელფასის მომატებას შემოგთავაზებენ. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც.
სასიკეთო დღეები: 28, 3. არასასიკეთო დღე: 26.
კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლოა თქვენი სოციალური აქტივობა გაიზარდოს, გექნებათ შესაძლებლობა მართოთ არსებული მდგომარეობა და გავლენა მოახდინოთ მომავალ მოვლენებზე. მაგრამ შეეცადეთ, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ირგვლივ მყოფებსაც მოუსმინოთ. არ გამოიყენოთ უხეში და მკვეთრი შენიშვნები საუბრისას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგებს თქვენდამი მტრულად განაწყობთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ინვესტიციებიდან კარგ დივიდენდებს მიიღებთ და ახალ მომგებიან გარიგებებში ჩადებას შეძლებთ. ამ შაბათ-კვირას მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს.
სასიკეთო დღეები: 27, 1. არასასიკეთო დღე: 2.
ლომი
ამ კვირაში შეეცადეთ, თქვენი ძალისხმევით შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა საქმიან და პირად პარტნიორებთან. არ ღირს გაბრაზება, თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. სიმშვიდე, ლოგიკა და დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ. ამაში ვარსკვლავების დადებითი გავლენაც დაგეხმარებათ. აქტიურობა და მონდომება საშუალებას მოგცემთ, მარტივად იპოვოთ პასუხი სამუშაოსთან დაკავშირებულ კითხვებზე. ბევრ თქვენგანს, განსაკუთრებით სტუდენტებს, საზღვარგარეთ ახალი ცოდნის მისაღებად წასვლის შესაძლებლობები გამოუჩნდება.
სასიკეთო დღეები: 26, 2. არასასიკეთო დღე: 29.
ქალწული
ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, ამ კვირაში წარსულს ჩაბარდება სირთულეები, რომელთა წინაშეც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დგახართ. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს და შესაფერის მომენტს ელოდება, შეუძლიათ ამ პერიოდის განმავლობაში თავდაჯერებულად იმოქმედონ, წარმატებების იმედით. დიდია ალბათობა, რომ თქვენი კარგი საქმისთვის მაღალი შეფასება და კომპლიმენტები დაიმსახუროთ. პარასკევს მოერიდეთ ვინმესთან კამათს. კვირის ბოლოს შესაძლოა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა გამოგიჩნდეთ – უარი არ უნდა თქვათ.
სასიკეთო დღეები: 27, 3. არასასიკეთო დღე: 2.
სასწორი
ამ კვირაში ყურადღებით გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ლოგიკის საფუძველზე. ნუ იხელმძღვანელებთ სხვა ადამიანების მოსაზრებებით. შესაძლებელია კარიერის ზრდა და ახალ სამუშაოზე გადასვლა. კვირის მეორე ნახევარში რაღაც ახალი გელოდებათ პროფესიულ ასპარეზზე, რაც რეალურ წარმატებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. თქვენი გეგმები საკმაოდ სწრაფად იქცევა რეალობად. შაბათ-კვირა კარგი პერიოდია ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად.
სასიკეთო დღეები: 28, 29. არასასიკეთო დღე: 3.
მორიელი
ამ კვირაში მზად იქნებით, უგულებელყოთ საკუთარი ინტერესები ოჯახის ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვარსკვლავების გავლენით, ეს კვირა საკმაოდ პოზიტიური და წარმატებულია პროფესიულ ასპარეზზე. თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ხშირი შეხვედრები, მოლაპარაკებები, მოგზაურობები. ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 26, 2. არასასიკეთო დღე: 27.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა არსებულ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ძალისხმევა დაფასდება, განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრების მხრიდან. გამორიცხული არ არის, პროფესიულ ასპარეზზე თქვენი დიდი ხნის სურვილები და გეგმები განახორციელოთ. უბრალოდ შეეცადეთ არ ისაუბროთ ზედმეტად და უფრო ხშირად გამოიყენოთ თქვენი დიპლომატიური უნარები.
სასიკეთო დღეები: 27, 28. არასასიკეთო დღე: 1.
თხის რქა
პრაქტიკულობა და თანმიმდევრულობა არის ის თვისებები, რომლებიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ. ამ კვირაში შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს კარიერაში. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ხელსაყრელი შესაძლებლობები. არ ინერვიულოთ სამსახურში წვრილმან უსიამოვნებებზე, რადგან თქვენი იდეები პერსპექტიულია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ პრობლემის გადაჭრის უმარტივესი და სწრაფი გზა ყოველთვის არ არის საუკეთესო. მოერიდეთ ქონებრივ დავებს, ასევე, ტრანზაქციების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან შესაძლოა, უბრალოდ, იურიდიულ ლაბირინთებში დაიკარგოთ და მათგან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდეს.
სასიკეთო დღეები: 29, 2. არასასიკეთო დღე: 26.
მერწყული
ეს კვირა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს თქვენი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. ვარსკვლავების პოზიტიური გავლენის წყალობით, მოულოდნელად ყველაფერი წარმატებით დასრულდება და თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება. ამ პერიოდში, წინა დაძაბული დღეების შემდეგ, ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და მათთვის რაიმე სასარგებლო და სასიამოვნო გააკეთოს. შაბათ-კვირას მოკლე, მაგრამ საინტერესო ოჯახური მოგზაურობა ქალაქგარეთ ძალიან გამოგადგებათ.
სასიკეთო დღეები: 1, 3. არასასიკეთო დღე: 27.
თევზები
ვარსკვლავების პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ ეს კვირა ბევრი თქვენგანისთვის ძალიან კარგი იქნება როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. თქვენი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან პოზიტიურ ცვლილებებს განიცდის და არსებული დაძაბულობა გაქრება. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელი მიზეზი გქონდეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტების გასაცოცხლებლად, რაც დიდად გააძლიერებს რომანტიკულ კავშირს საყვარელ ადამიანთან. სამსახურში მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. შაბათ-კვირა არაჩვეულებრივი დღეებია სამოგზაუროდ.
სასიკეთო დღეები: 28, 2. არასასიკეთო დღე: 29.

ასევე დაგაინტერესებთ