ვანის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურმა წვიმამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია

ვანის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურმა წვიმამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. შეზღუდული იყო გადაადგილება სოფელ უხუთის გზაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა აღდგა.
ვანის კიდევ ერთ სოფელში, შუამთაში ადიდებულმა მდინარე ყუმურმა მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამტრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი წაიღო.
ამ დროისთვის, ხიდზე გადაადგილება აკრძალულია. მოსახლეობასთან კონტაქტზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით