“ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კარბაია ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა” | “მოძრაობა აფხაზეთისთვის” მკვლელების დასჯას ითხოვს

მოძრაობის წევრი, ნუკრი ნოდია ამბობს, რომ გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რომლითაც დადასტურდა, რომ კარბაია ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ნოდია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენონ ყველა რესურსი, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს და მკვლელები დაისაჯონ.
“გუშინ საღამოს, გალის ადმინისტრაციის უფროსმა, კონსტანტინე ფილიამ მოითხოვა კარბაიას ექსპერტიზა, გადაასვენეს და ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც დადასტურდა, რომ ის გარდაიცვალა იმ ცნობილ ფაქტის შემდეგ, როდესაც ე.წ მილიციონერებმა ეს ადამიანი სცემეს და ამის შედეგად ის გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი და არიჩაგი გამოიყვანოს იმისთვის, რომ ადამიანები სამაგალითოდ იყვნენ დასჯილები, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს” – ამბობს “მოძრაობა სთვის” წევრი, ნუკრი ნოდია.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, თემურ (ვიტალი) კარბაია დღეს 16 დეკემბერს გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს. ინფორმაციას “მოძრაობა აფხაზეთისთვის” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.