ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს

ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.
„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მდგომარეობა უიმედოა და სერიოზული რისკი არსებობს, რომ ღაზაში მისმა ჰუმანიტარულმა საქმიანობამ რამდენიმე კვირაში პარალიზება განიცადოს“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.
2023 წელს მადრიდმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 18,5 მილიონი ევრო გადასცა, მათ შორის 10 მილიონი ევრო გასული წლის დეკემბერში.
შეგახსენებთ, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს -მა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერა, რაც ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ