ეროვნული მუზეუმი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთვება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხატვრო გალერეაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს და ამისთვის “შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”.
“სოხუმის სამხატვრო გალერეაში” ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული ს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა.
22 იანვარს ს კულტურის მინისტრმა, ოლგა ლიუბიმოვამ თქვა, რომ რუსეთის კულტურის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნის რესტავრატორებს, რათა სოხუმში, “ეროვნულ სამხატვრო გალერეაში” გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ.
აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. გალერეას შენობა რამდენჯერმე შეუცვალეს.