“ეპისტოლე არის ისეთი, როგორსაც საჭიროდ თვლის პატრიარქი. აქცენტები თუ ვინმეს არ მოგვწონს, ჩვენ გავაკეთოთ მეტი აქცენტი” – პაატა მანჯგალაძე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეპისტოლე პატრიარქისა და საპატრიარქოს ხედვაა და მასში პოლიტიკურ გზავნილებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ნაწილი კი ეპისტოლეს შინაარსს აკრიტიკებს. ერთ-ერთი, ვინც პატრიოარქის ეპისტოლე გააკრიტიკა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილია.
“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეპისტოლეს მთავარი მიზანი გახლდათ, ხელისუფლების მიმართ შერბილებულიყო კრიტიკა და ყურადღება გადატანილიყო სირიაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად აქ მიმდინარე ომზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ტაძარში რომ მოგვიკლეს ღინტური ლოცვის დროს. ეს იყო სასაუბრო. ეპისტოლეში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს სჯობდა ესაუბრათ მშიერ ბავშვებზე. ასეთი საკითხები უნდა იყოს განხილული ეპისტოლეში და არა გლობალური, რეალობას მოწყვეტილი [თემები],” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, კი მიიჩნევს, რომ თუ რა თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება საშობაო ეპისტოლეში, ეს საპატრიარქოს და პატრიარქის გადასაწყვეტია.
“ეპისტოლე არის ისეთი, როგორსაც საჭიროდ თვლის პატრიარქი და საპატრიარქო. აქცენტები თუ ვინმეს არ მოგვწონს, ჩვენ გავაკეთოთ მეტი აქცენტი და ჩვენ გამოვხატოთ მეტი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით. მე ვიცი ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ათასობით საქართველოს მოქალაქე ამას პირდაპირ აფიქსირებს, იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“საქართველოსთვის” წევრი ამბობს, რომ მისი პარტია პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს.
“საქართველოს პატრიარქი, ეს არის სასულიერო პირი და მისი განცხადებები ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არც მოგვიწონებია და არც დაგვიწუნებია. შესაბამისად, ამას არც ახლა ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის

როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც “ნეტგაზეთს”, ასევე კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას