“ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია” | წითლიძე პარტიიდან ბათუმის ორგანიზაციის წევრების წასვლაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე პარტიიდან 8 წევრის წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. წითლიძის თქმით, ენმ სახელ-გვარებზე “ჩამოკიდებული” პარტია არ არის და ის “ცოცხალი ორგანიზმია.”
“მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ისინი ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რაც ბათუმში და აჭარაში იდებოდა. და ზოგადად, “ნაციონალური მოძრაობა” არ არის სახელ და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. ეს არ არის პირველი “ნაციონალური მოძრაობისთვის. 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. მე ყველა წასულს ვუსურვებ წარმატებას და დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ,” – ამბობს წითლიძე.
ასევე ნახეთ:
· მ და ს ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს