“ენგურის ხიდთან რუსული რეჟიმი აშენებს საბაჟო ტერმინალს, იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობაც” | ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებული ს ნაწილში, ენგურის ხიდთან, ოკუპანტები საბაჟო ტერმინალს აშენებენ. ასევე, მისი თქმით, იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობაც, რომელიც ამ ტერმინალთან იქნება მიბმული.
“არსებობს ინფორმაცია, რომ ამ საბაჟო ტერმინალთან ერთად დაიწყება ხიდის მშენებლობა, რომელიც იქნება დაკავშირებული კონკრეტულად ამ საბაჟო ტერმინალთან და იქნება ფაქტობრივად, აი, ამ ტვირთების გამტარი. ხელისუფლების დუმილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტყველებს მხოლოდ დდა მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მან იცის, მაგრამ როგორც სჩვევია ხოლმე, ის აიგნორებს ჩვენს კითხვებს და ცდილობს, რომ აქცენტები გადაიტანოს სხვა საკითხზე და შემდეგში უკვე ფაქტის წინაშე დააყენებს საზოგადოებას,” – ამბობს ქაცარავა.
აღნიშნულის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.