ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს – ღაზაში, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამო ღრმად შეშფოთებული ვარ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარში ღრმა შეშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და არსებული საგანგებო ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, – ინფორმაციას CNN-ი ელისეს სასახლის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, აუცილებელია, ისრაელმა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და საჭირო დახმარება მიაწოდოს მათ, ვისაც სჭირდება. „საჭიროა ვიმუშაოთ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, ყველა რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით“, – განაცხადა მაკრონმა ნეთანიაჰუსთან საუბარში.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საფრანგეთი იორსთან ერთად ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევლის, მათ შორის საფრანგეთის სამი მოქალაქის გათავისუფლება, საფრანგეთის პრიორიტეტია.
ამასთან, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი და გაიხსენა ის ნაბიჯები, რაც ქვეყანამ ევროკავშირის ფარგლებში „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით გადადგა, ასევე ის ზომები, რომელიც საფრანგეთმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ჰამასის“ წინააღმდეგ მიიღო.
ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

ასევე დაგაინტერესებთ