“ეკლესია არის კორპორაცია, ვის აღიარებს წმინდანად, ვის გამოსახავს ხატებზე, მხოლოდ კორპორაციის და მისი მომხმარებლის საქმეა” – გამზარდია

ეკლესია არის კორპორაცია. ვის აღიარებს წმინდანად, ვის გამოსახავს ხატებზე, ვის გააღმერთებს, მხოლოდ კორპორაციის და მისი მომხმარებლის საქმეა.
ვისაც სურს, შეუძლია მთელი “ქართული ოცნება” შეუძლია გამოსახოს წმინდანად. ადამიანის რწმენა მხოლოდ მისი ინდივიდუალური საქმეა. რწმენის თავისუფლების მომხრე ვარ. როდესაც მაღაზიაში რამე არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ უარი თქვათ მის მომსახურებაზე. ვინც არ იზიარებს ეკლესიის კორპორატიულ გადაწყვეტილებებს რწმენებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ეკლესიის და სასულიერო პირების ამა თუ იმ მომსახურებაზე. ვინც სინამდვილეში საერთოდ არ იზიარებთ თავს ეკლესიის ნაწილად, შეგიძლიათ კიდევ უფრო გულგრილად უყუროთ. მატრონა, სტალინი და ხატზე წარმოდგენილი პროტოტიპები კი არა, ისეთები ხდება ჩვენს ეკლესიაში, ეს ხატი თუ ნახატობა საერთოდ არაფერია სხვა დანარჩენთან შედარებით.
მეასეხარისხოვანი პროტესტების პროფები ვართ რა.

ასევე დაგაინტერესებთ