ეკა მამალაძე: შემოქმედებითად მე უფრო მეტი წვალება მაქვს, ვიდრე ნანის ჰქონდა, მე ვამტკიცებ… 60 წლის ვარ და ვარ მაინც ნანის შვილი…

“შემოქმედებითად მე უფრო მეტი წვალება მაქვს, ვიდრე ნანის ჰქონდა, მე ვამტკიცებ… 60 წლის ვარ და ვარ მაინც ნანის შვილი…” – ეკა მამალაძემ საკუთარ თავზე, დედასა და შვილზე ისაუბრა – Marao
მომღერალმა ეკა მამალაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში საკუთარ თავზე, დედასა და შვილზე ისაუბრა:
„40 წლის რომ ვხდებოდი, მქონდა ბევრი განცდა, შიში. 50 წლამდე, რაღაცნაირად, გავუძელი ამ ჩემს ფიქრებს… 50 წლის რომ გავხდი, უფრო დავმშვიდდი.
50 წლის შემდეგ იყო ყველაფერი უკეთესი, საინტერესო… შემოქმედებითადაც უფრო დავღვინდი. მე მყავს ნანი, ძალიან კარგი მაგალითი. ის მამშვიდებს, მეუბნება, ნუ გეშინია, ნურსად ნუ ჩქარობ…
შემოქმედებითად მე უფრო მეტი წვალება მაქვს, ვიდრე ნანის ჰქონდა, მე ვამტკიცებ… 60 წლის ვარ და ვარ მაინც ნანის შვილი.. ამითაც ვგრძნობ ჩემს ახალგაზრდობას… ერთ ოჯახში სამი თაობა, მგონია, რომ ძალიან უცნაურია.
კომპლექსები დღემდე მაქვს. სულ ვფიქრობ იმაზე, თუ რატომაცაა ლაპარაკი, რომ მე ნანის შვილი ვარ, ახლა ნატალიას დედა ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა შეხედო გვერდიდან. ნანი გვეუბნება, გამიწიეთ ანგარიშიო და ამას ჩვენ ვაკეთებთ.
ამ ასაკში სიძლიერე, რომელიც არ მქონდა, გამოიკვეთა! უფრო თავდაჯერებულობა მოვიდა. ყველაზე მეტი ამ წლების მანძილზე ვიყავი დედა, შემეძლო, რომ გასტროლებზე წავსულიყავი, თუმცა მე ოჯახი მყავდა, აქ უნდა ვყოფილიყავი ჩემს ბიჭებთანაც,“ – ამბობს ეკა მამალაძე.
“სულ შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სულ მზად ვარ ამისთვის. ეს ახალგაზრდული ჟინი, რომ ყველაფერი წინ გაქვს, სულ მაქვს. ამის გარეშე არც მოტივაცია მექნება, რომ კარგად გამოვიყურებოდე.
რატომღაც, ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები. სიბერეში ემოციები ნელდება, მაგრამ ღრმავდება მეგობრობა, სხვა გადაფასება ხდება.
მიშელ ლეგრანმა, 80 წლის რომ იყო, მაშინ მოიყვანა ცოლი, 70-75 წლის ქალი. ამბობდა, რომ გადასარევი ქორწილი ჰქონდა, რადგან ამ ასაკში ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი მეგობარი და ზუსტად იცოდა, ვინ დაეპატიჟებინა” – ამბობდა ეკა მამალაძე რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას.
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა – ლევანი და გოგი.
“18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს” – იხსენებდა ეკა მამალაძე.
31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბსა და ეკას პირველად ერთმანეთი მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.
მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.
“ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის” – ამბობდა ეკა.
მას შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის სკანდალიც გახდა ცნობილი: ეკა მამალაძე და თამრიკო ჭოხონელიძის ქმარი, გია როინიშვილი, ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ და ამ ურთიერთობას იქამდე მალავდნენ, სანამ თამრიკო გიას მობილურ ტელეფონს შეამოწმებდა და ბოლო განხორციელებულ ზარს ეკასთან ნახავდა. თამრიკოს თქმით, ამან ძალიან დააეჭვა და ნაცნობს მობილურიდან საუბრის ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამის შემდეგ გიას და თამრიკოს ოჯახი დაინგრა და მეგობრები, ეკა და თამრიკო, ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. როგორც ცნობილია, სწორედ ეკამ გააცნო თამრიკოს გია როინიშვილი.
მოგვიანებით, ჭოხონელიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეკა და გია ერთმანეთს ოლეგ მელნიკოვის გამო დაშორდნენ და მამალაძე უკვე მას ხვდებოდა. თუმცა ეკამ ეს ინფორმაცია უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ