ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: “ატალანტამ” “ლივერპული” გამოაგდო, “რომამ” მილანი” – “ბაიერი” და “მარსელიც” გავიდნენ

ევროპა ლიგა

„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ სენსაციურად წაგების (0:3) შემდეგ, გასვლაზე „ატალანტას“ 1:0 მოუგო და გათამაშებას გამოეთიშა. კლოპის გუნდი ზედიზედ მეორე სეზონში ვერ გასცდა ევროტურნირების მეოთხედფინალს. „ატალანტა“ პირველად ითამაშებს ევროტურნირების ნახევარფინალში.

„ბაიერს“ სახლში „ვესტ ჰემი“ 2:0 ჰყავდა დამარცხებული, ლონდონში კი ფრეს მიაღწია (1:1) და ნახევრფინალში გავიდა. ლევერკუზენული კლუბი ყველა ტურნირზე ბოლო 44 შეხვედრაში დაუმარცხებელია – 38 მოგება და 6 ფრე.

„რომამ“ ისევ მოუგო „მილანს“, ამჯერად 2:1. აღსანიშნავია, რომ ჩელიკის გაძევების გამო რომაული გუნდი 31-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

„მარსელმა“ ძირითად დროში „ბენფიკას“ 1:0 სძლია, ორი დაპირისპირების ჯამში 2:2 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა – ლივერპული 0:1 (პირველი შეხვედრა 3:0)
გოლი: სალაჰი (7, პენ)

ლონდონი.“ლონდონ სტადიუმი“
ვესტ ჰემი – ბაიერი 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 ანტონიო (13), 1:1 ფრიმპონგი (89)

რომი. „ოლიმპიკო“
რომა – მილანი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 მანჩინი (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 გაბია (85)
გაძევება: ჩელიკი (31, რომა),

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი – ბენფიკა 1:0 (პენ 4:2) (1:2)
გოლი: მოუამბაგნა (80)

გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები: “ატალანტა” – “მარსელი” და “რომა” – “ბაიერი”. პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი – 9 მაისს.

კონფერენს ლიგა

ფენერბაჰჩე – ოლიმპიაკოსი 1:0 (პენ 2:3) (2:3)
ფიორენტინა – პლზენი 2:0 (0:0)
პაოკი – ბრიუგე 0:2 (0:1)
ლილი – ასტონ ვილა 2:1 (პენ 3:4) (1:2)

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია: „ფიორენტინა“ – „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“ – “ოლიმპიაკოსი”. პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი – 9 მაისს.

ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული “ენფილდი”, “ბაიერის” მორიგი გამარჯვება და “რომას” მიერ ძლეული “მილანი” [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ