ევროპარლამენტი კიევში ოფისის გახსნას დათანხმდა | მედია

ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გამოცემა გაეცნო.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ევროპარლამენტის “შესაბამის კომიტეტებთან” კონტაქტების დამყარებას, ასევე ადმინისტრაციული მუშაობის ხელშეწყობას.
ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე დაწესებულების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელიც ეხმარება პარლამენტს მათთან კომუნიკაციაში, მაგალითად, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციით, ღონისძიებების ორგანიზებით და ადგილობრივ მედიასთან კავშირით.
დოკუმენტის მიხედვით, არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.