ედგარს რინკევიჩსი – ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება, უნდა ვებრძოლოთ და დავამარცხოთ – „თეთრი დროშა“ ბოროტებამ უნდა აღმართოს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება. უნდა ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, რათა ბოროტებამ თეთრი დროშა აღმართოს და კაპიტულაცია მოახდინოს“, – დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

ასევე დაგაინტერესებთ