დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღით შეფერხდება

კომპანია ჩერნომორენერგოს ინფორმაციით, დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება.
“რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ჩერნომორენერგო გაცნობებთ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 00:00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 00:00 საათამდე, ს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება”. – წერია კომპანიის განცხადებაში.
აბონენტებს დენი დღეში 4 საათის განმავლობაში შეუწყდებათ. ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები 23 იანვრის შემდეგ.