დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარტია „გირჩის” თავმჯდომარის, პარლამენტის წევრის, ს თქმით, მას უცნობი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა. დეპუტატი კლინიკაში იყო გადაყვანილი და ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.
ხვიჩიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასზე თავდასხმა „ქართული ოცნებისა” და საპატრიარქოს „ბინძური პროპაგანდით” იყო გამოწვეული. მან ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალებზეც ილაპარაკა: „ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა” და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხდა”.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს. რადიო თავისუფლებას კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2017 წელს პარტია „გირჩმა” დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ უნდოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.
ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, „გირჩის” „ბიბლიური თავისუფლება” ვეღარ შეძლებს ათასობით ახალგაზრდის ჯარიდან დახსნას. თუმცა მღვდელმსახურებს ალტერნატიული სამსახურის მოხდის ვალდებულება ეკისრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”