„დელტა ტექსტილი“ ონლაინ მაღაზიის გახსნას განიხილავს

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, „დელტა ტექსტილის“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის გამო ონლაინ მაღაზიის გახსნა განიხილება.
„დელტა ტექსტილს“ რაც შეეხება, იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან, იმდენად მოსწონს ყველას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, რომ ვფიქრობთ, ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ. ვფიქრობთ, პოპულარიზაციისთვის ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ეცმევათ, ვთქვათ სპორტულები, რომელსაც ეწერება „თავდაცვის სამინისტრო“ ან „თავდაცვის ძალები““, — განაცხადა ბურჭულაძემ.
„დელტა ტექსტილი“ არის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს „დელტას“ შვილობილი, რომლის ამოცანაა, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის საველე და ყოველდღიური ფორმების წარმოება.

ასევე დაგაინტერესებთ