დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სახლების მშენებლობა დასრულდა – 71 ოჯახთან საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სახლების მშენებლობა დასრულდა. იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და გარემონტდა.
მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს