დევი ჭანკოტაძე – ჩემი, როგორც ადამიანის, სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი, გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს – ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება

ჩემი, როგორც სამხედროს რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
დევი ჭანკოტაძის თქმით, საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, პროცესები ძალიან ცუდად დამთავრდება.
„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მთლიანად რუსული კანონია.
ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს, ბატონო მამუკა. ვაფრთხილებ ვინც არიან აქ, უმრავლესობას, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ