დაჭრილი პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი საავადმყოფოში რჩებიან | რა მოხდა ზაარბრიუკენის მოედანზე?

დაჭრილი პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. დაჭრის ფაქტზე კი, ერთი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გასულ ღამეს ზაარბრიუკენის მოედანზე ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციის თანამშრომელი კი, მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ -ერთმა მოქალაქემ პოლიციელს გულ მკერდის არეში 5 მდე ჭრილობა მიაყენა.
1 პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.