“და­ცუ­ლი არ არის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, ეს არის ფაქ­ტი, რა­საც ვხე­დავთ” – 26 წლის ბიჭი მშენებლობიდან გადმოვარდა

თბი­ლის­ში მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან მუშა გად­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა თემ­ქა­ზე მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მე-10 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს ად­გილ­ზე კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა მუ­შე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ისი­ნი ამ დრო­ის­თვის და­კი­თხვა­ზე არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 26 წლის ვახო ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლია. ახალ­გაზ­რდა კა­ხე­თი­დან იყო და თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ იყო ჩა­მო­სუ­ლი.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

დაგ­ვი­რე­კეს, რომ მშე­ნებ­ლო­ბი­დან გად­მო­ვარ­დაო. და­ცუ­ლი არ არის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, ეს არის ფაქ­ტი, რა­საც ვხე­დავთ. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით, არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი “მთა­ვარ არხთან” სა­უბ­რი­სას.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ