დაპატიმრებული გირკინი აცხადებს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსი სამხედრო ბლოგერის, იგორ გირკინი ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მან თავი კანდიდატად გამოაცხადა.
წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც პრესკონფერენციაზე რუსეთის “მოძრაობა სტრელკოვისთვის” თანათავმჯდომარემ ოლეგ ნელზინმა წაიკითხა.
“ეს არის ჩვენი შანსი, გავერთიანდეთ გარე და შიდა საფრთხეების წინაშე”, – ნათქვამია გირკინის წერილში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი), 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამჟამად კი ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც.
გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის გამო კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა. ივნისში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, გირკინმა თქვა, რომ პუტინმა პოსტი უნდა დატოვოს.