დაზარალებული მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ | ბათუმში ბინათმესაკუთრეები კორპუსის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

კომპანია “გრინ რეზიდენსის” დაზარალებული მენაშენეები ბათუმში ანგისას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დროულად დასრულებას მოითხოვენ. მათი ცნობით, 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მე-18 სართულზე შეაჩერეს და წელიწადზე მეტია, სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.
ს მერიამ კერძო კომპანიას მშენებლობის ვადები 2 წლით გაუხანგრძლივა. ბინათმესაკუთრეები ამბობენ, რომ მენეჯმენტმა მშენებლობისთვის საჭირო ყველა რესურსი უკვე გახარჯა და პროექტის დასრულებას ვერ შეძლებს. საპირისპიროს ამტკიცებს კომპანიის დირექტორი და ამბობს, რომ კორპუსი დათქმულ ვადაში დასრულდება.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე