დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 18 რეზიდენტი გადამზადდა. კურსდამთავრებულები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა დააჯილდოვეს.
„ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის მიზანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებისა და ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის კონტექსტში, ეპიდემიოლოგების, ვეტერინარებისა და გარემოს სპეციალისტების პოტენციალის გაზრდაა.
ღონისძიებას, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საქართველოს ოფისის დირექტორი ტუშარ სინგჰი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ