გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
უწყების ცნობითვე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ასევე დაგაინტერესებთ