გორი-კვარხეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა | არსებული ინფორმაციით, მანქანით სამხედრო პოლიციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ

გორი-კვარხეთის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – რეგიონული გამოცემა qartli.ge-ს ცნობთ, შემთხვევა გუშინ 24 ნოემბერს საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი ადამიანი – სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ნისლის დროს მოხდა.