გოლების წვიმა და ჩხუბი მატჩის შემდეგ – “ოლდ ფირმის” დერბმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

შოტლანდიის ჩემპიონატში “რეინჯერსმა” “სელტიკს” უმასპინძლა, გლაზგოური დერბი ფრედ, 3:3 დასრულდა.
შეხვედრის პირველ წუთზე მაედამ სტუმრები დააწინაურა, 34-ე წუთზე ო’რაილიმ პენალტი გაიტანა და მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში “რეინჯერსი” გააქტიურდა და 55-ე წუთზე ტავერნიემ თერთეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. 86-ე წუთზე სიმამ გაათანაბრა, ორ წუთში კი იდამ “სელტიკი” წინ გაიყვანა.
90+3 წუთზე მატანდომ ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. შეხვედრის შემდეგ მოთამაშეებს შორის ადგილი მცირე გაუგებრობას ჰქონდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები გააშველეს.
ამრიგად, “სელტიკი” სატურნირო ცხრილში 75 ქულით პირველ
ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “რეინჯერსს” 1 ქულით უსწრებს, თუმცა “ლურჯებს” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.