გოგონა „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ – ვინ არის ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი და არიადნა შენგელაიას შვილიშვილი, ზღაპრული სილამაზის ნატალია ჯუღელი – Marao

გოგონა „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ – ვინ არის ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი და არიადნა შენგელაიას შვილიშვილი, ზღაპრული სილამაზის ნატალია ჯუღელი – Marao
ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული შთამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა — გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდნენ.
დედა — ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია — ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორს — შენინგს. მათი ქალიშვილი — ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი — რუსი.
ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში. ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა. თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფილმ „სამი სიცოცხლის“ შენდეგ. ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.
ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი — თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. იგი 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. 1939 წელს მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.
1926 წელს ნატო მეორედ დაოჯახდა. ამჯერად მისი მეუღლე იყო ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:
ერთ საღამოს თბილისელებმა ვლადიმერ მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – გიორგი შენგელაია.
1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე „გიული“ მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში — არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები — „თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო“, საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. „ნათელა“, „გიული“, „ნარინჯის ველი“, „სამშობლო“ ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას „ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა“.
ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა.
ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღავაური ანატოლი კაჭარავა იყო. მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.
მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ ობუჯთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობა დასახელდა.
ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას შვილი ელდარ შენეგელაია ასევე ცნობილი და საყვარელი ფიგურაა. მისი პირველი მეუღლე უმშვენიერესი არიადნა შენგელაია იყო. მათ შვილები, ნატაშა და კატია შეეძინათ. არიდანა ახლა მედიასთან თითქმის არასდროს კონტაქტობს. უმშვენიერეს ბებიას კი ჟურნალ “სითისთან” მისი შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი იხსენებდა:
ქართული კინოს გამორჩეული სილამაზე და უკვდავი “მარგალიტა” – არიადნა შპრინკის, იგივე არიადნა შენგელაიას 20-წლიანი თანაცხოვრება ელდარ შენგელაიასთან, განქორწინება და ბრწყინვალე კარიერა
„ისევ ისეთი ლამაზია, ოღონდ, როგორ ვთქვა, „ძალიან ბებიაა“, რომელიც არც ნაოჭების დამალვას ცდილობს და ენერგია ყოველთვის ყველაზე მეტი აქვს…”
ნატალიამ დიდი წინაპრების გზა გააგრძელა. ის 28 წლისაა და თავადაც მსახიობია. ნატალიას ხშირად ამსგავსებენ დიდ ბებიას, ვის სახელსაც ის ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ