“გირჩი” გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის და “ოცნებასთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს

“გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაზე მზაობას გამოთქვამს – თუ “ოცნება” გენდერულ კვოტირებას გააუქმებს,
“გირჩი” ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ეს საკითხი დღეს ბიუროზე განიხილება.
თუ მმართველი პარტია სამ საათზე “გირჩის” მომზადებულ კანონპროექტზე დადებით შეფასებას დააფიქსირებს, გამოდის, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის წინასაარჩევნოდ შეთანხმება შედგა.
ცესკოს სასურველი თავმჯდომარის დამტკიცებას ივანიშვილის პარტიაა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, რადგან მას პარლამენტში ახლა საკმარისი ხმები არ აქვს, ამიტომ “გირჩის” იდეა, პრაქტიკულად მაშველი რგოლია “ოცნებისთვის”.
ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას უნდა, რომ ეს პროცესი იყოს ლეგიტიმური, რაც ძალიან კარგია – თუ კანდიდატი იქნება მისაღები, როგორიც თავის დროზე ჩვენთვის იყო კალანდარიშვილი, დავუჭერთ კიდეც მხარს,” – ამბობს ვახო მეგრელიშვილი.
ამტკიცებს, რომ მათი მიზანი თანასწორობაა და გენდერული ნიშნით პარლამენტში არ უნდა ხვდებოდნენ ადამიანები.
ჩვენ ადამიანთა თანასწორობისთვის ვიბრძვით და მიგვაჩნია, რომ ადამიანები სქესის მიუხედავად თანასწორები არიან და გარდა ამისა, მივიღებთ იმას, რომ 2020 წლიდან, როცა წავაგწეთ დავა ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში, ენჯეო სექტორი, ვითომ იურისტები გამოლაგდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორი არასწორები ვიყავით ჩვენ მაშინ და როგორი სწორი ცვლილება მიიღეს ქართულმა ოცნებამ და ენჯეო სექტორმა ერთად, უბრალოდ ახლა გვაინტერესებს შეცვლილ სიტუაციაში ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია – მართლა ასე ფიქრობენ, რატომ ფიქრობენ ამას. თქვენ რომ პარლამენტში მოხვდეთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წამოგაძახოთ – შე, კვოტით მოხვედრიოო, ჩვენ კი არ გვინდა, ქალბატონებს ასეთი შეურაცხყოფა ვინმემ მიაყენოს და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს. ამ პარლამენტში მოხვედრილი ქალი, რომელიცვ არ იყო წინა პარლამენტში და მოხვდა კვოტით, არის ყველა კვოტით მოხვედრილი,” – ამბობს ხვიჩია. ტვპირველი