გიორგი ვოლსკი გახარიაზე – ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანასა და სამართლებრივ სისტემას

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ სთვის დებატების შეთავაზებას აფასებს.
მისი თქმით, გახარია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანასა და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო.
“პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისთვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი “ნაცმოძრაობას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და “EED”

შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე. ვცადეთ, ნებაყოფლობით მთავარ დონორებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა