გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა: გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეგობარი ბაბი საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, ჩავთვალე …

“ღა­მის შოუს” წამ­ყვა­ნის ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაბი კირ­კი­ტა­ძის დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვა გა­და­ი­დო, რად­გან ის შე­უძ­ლოდ გახ­და.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეგობარი ბაბი საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, ჩავთვალე მე დავწერო ეს პოსტი!!

დღეს გახდა ადამიანი ცუდად (ალბათ, არ მკითხავთ რატომო? ) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის, რაც ზუსტად ვიცი.. მაგრამ ამის გამო დაიწყო ახალი, მორიგი “სასიამოვნო” კამპანია ბაბის წინააღმდეგ, თითქოს რაღაცას გაურბის. გუშინ ყველა ერთად მხარში ვედექით, ვამხმნევებდით და დღეს ეგრევე ვცვალეთ პოზიცია საწინააღმდეგოდ?! ანუ ცუდად გახდომა, როდესაც ამდენი დღის ნანერვიულები ხარ არ შეიძლება? და როცა თავი არ გაქვს სადმე მიუსვლელობით ასე უნდა გავილანძღოთ?

მე არ მესმის მსგავსი მიდგომა და ქცევა, ოღონდ მართლა! ან დედა არ გყავთ ან მამა ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ? რას ცემთ პატივს? ვერ გავიგე!

მოკლედ ორშაბათს ეს გამოძიება დაიწყება! ბოლომდეც მივა! დამნაშავეც დაისჯება და ისე ნუ იზამს ნურავინ, რომ თანამონაწილე გახდეს ამ დანაშაულის! ჩემი რჩევაა” – წერს გაბუნია.