2012 წელს აშშ-ში 2-ჯერ უფრო იაფი იყო ცხოვრება, ვიდრე ახლა – გიორგი აბაშიშვილი

2012 წელს -ში 2-ჯერ უფრო იაფი იყო ცხოვრება, ვიდრე ახლა. საზომი არის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, აი ეს ინდექსი, აშშ-ში ორჯერ არის გაზრდილი, 3-ჯერ გერმანიაში, 300-ჯერ იაპონიაში, აქედან რომელი ქვეყანაა დაქცეული?! რომელ ქვეყანას აქვს ეკონომიკური სიდუხჭირე?!, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, საარჩევნო წელს არაერთხელ მოგვიწევს ეკონომიკური პოპულიზმის ჭარბი დოზით მოსმენა. ძნელია ეკონომიკურ პოპულიზმზე ღიმილის გარეშე ისაუბრო, მაგრამ როგორც ჩანს ამ თემაზე დისკუსია მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ძირითად შემთხვევებში მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული ეკონომიკურ პროცესებში იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მარტივი ტყუილები“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ