გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში, ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი, მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ