გია ვოლსკი – ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელი, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს

ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ადიგენში მომხდარზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია.
“ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით მეგობრობენ. ეს არ მოსწონს ვიღაცებს, მათ შორს, ნაკაიძე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მექანიზმი და გარკვეულ სოფელში კონკრეტულ სახლში თხოულობენ სამლოცველოს გახსნას, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს. 9-10 თუ 11 მუსლიმური სამლოცველოა სიახლოვეში, ყველა სოფელში და იქ, იმ კონკრეტულ სოფელში არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ხელოვნურია დაპირისპირება. ესენი არიან ადამიანები, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მყავს მხედველობაში, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და მკვლელობაზეც კი ვიღაცის ხელით, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზე, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს. ამაზე არიან წამსვლელები და ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, ის არის საქართველოს მტერი,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მობილიზებული არიან სამართალდამცავები. როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ