განათლების სამინისტრო გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების განხორციელების უფლების მინიჭება, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი დასაფინანსებელი სტუდენტების კვოტის ზრდა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება და Horizon-Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობა; ასევე განხილულ იქნა რექტორთა მხრიდან დასმული სხვადასხვა აქტუალური თემა.
საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა, ვაშინგტონმა რომ თქვა – ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი

სალომე სამადაშვილი – პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ