გაზის მილების და ელექტროენერგიის ხაზების დაზიანება – რა ხდება წერეთელზე?

თბილისის ენერჯის ინფორმაციით, დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება წერეთლის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, მილის დაზიანება გახდა.
გაზი დღეს, დაახლოებით 3 საათზე გაითიშა და მიწოდება ხვალ საღამოსთვის აღდგება.
ცნობისთვის, წუხელ ღამით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა წერეთლის გამზირის უმეტეს ნაწილს და ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზიც, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაზიანებები გახდა.
შეგახსენებთ, თბილისის მერია აცხადებდა, რომ გარდა იმისა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, არ ასრულებდნენ სამუშაოს ხარისხიანად და ერთი სამუშაოს შესრულებისას, მეორეს აზიანებდნენ. მერიის ცნობით, სწორედ ამის გამო შეწყვიტეს ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან და ახალ კონტრაქტორებს გადააბარეს რეაბილიტაცია.

ასევე დაგაინტერესებთ