გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი.
„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელს ღაზას სექტორში საკმარისი დღეების განმავლობაში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი – -მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა – თავი შეიკავა.
გაერო-ში ს ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი მტკიცებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს.