გადადგა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ დღეს განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. პოპესკუს თქმით, მას “შესვენება სჭირდება” მას შემდეგ, რაც მოლდოვამ რთული პერიოდი გადალახა. მაგრამ, ამავე პერიოდის ერთ-ერთი “ღირსშესანიშნავი მიღწევა”, პოპესკუს აზრით, კიშინიოვის პროგრესი იყო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, პოპესკუ საგარეო უწყებასთან ერთად, ევროინტეგრაციის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა. სამსახურში მისი ბოლო დღე 29 იანვარს იქნება. მინისტრის პოსტთან ერთად, ის იმავე დღეს დატოვებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„აქამდე განვლილი გზა უკიდურესად რთული იყო და ვფიქრობ, ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად, ამ გზის დასაწყისში დავსახეთ. ამ ეტაპზე კი შესვენება მჭირდება”, – დაწერა პოპესკუმ 24 იანვარს “ფეისბუკის” გვერდზე.
მოლდოვაში, სადაც დაახლოებით 2.5-მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნიკუ პოპესკუ არაერთი კრიზისის მართვაში იყო ჩართული, მათ შორის – კორონავირუსის პანდემიის დროს და მეზობელ ში ს განმეორებით შეჭრის პირველი ორი წლის განმავლობაში. ამას გარდა, კიშინიოვი აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამუდმებით გრძელდებოდა დესტაბილიზაციის მცდელობები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინა კალიურანდი – მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა – წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი

პეტრას აუსტრევიჩუსი – ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ