“გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?” – ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

დღეს ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით, “ნაპოლი” მთავარ მწვრთნელს ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს.
რომანოს ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მის შესაძლო შემცვლელთან ფრანჩესკო კალცონასთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს.
“ნაპოლის” ფორვარდს ვიქტორ ოსიმენს ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, გაათავისუფლებენ თუ არა მაცარის, რაზეც ოსიმენმა უპასუხა – “გვტოვებს თუ არა მაცარი? არაფრის თქმა შემიძლია. კლუბი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფეხბურთელებმა ასეთ თემებზე ვისაუბროთ. ვითამაშებ თუ არა “ბარსელონასთან”? თავს შესანიშნავად ვგრძნობ”, – უთხრა ოსიმენმა გულშემატკივარს.
შეგახსნებთ, “ნაპოლი”
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას “ბარსელონას” წინააღმდეგ, 21 ნოემბერს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ