ბულგარეთი ადასტურებს, რომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მისცა

ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.
„ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან“, – ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ