ბუკინგემის სასახლის ჭიშკრისთვის მანქანის შეჯახების ფაქტზე კაცი დააკავეს

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკინგემის სასახლის ჭიშკრისთვის მანქანის შეჯახების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს.
დაკავებულის მენტალური მდგომარეობის გასარკვევად, ის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ეჭვმიტანილს კი გირაო შეეფარდა. მათივე თქმით, ფაქტს ტერორიზმს არ უკავშირებენ.
ინციდენტი გაერთიანებული სამეფოს მონარქის რეზიდენციასთან შაბათს, 9 მარტს, დილით მოხდა. კვირა დილით სასახლის ჭიშკარი ხის კონსტრუქციით დაფარეს.