ბრიტანელი ასტრონავტის ფეხის პროთეზმა შესაძლოა კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი მოწამლოს

ყოფილი პარაოლიმპიელი, 43 წლის ჯონ მაკფოლი ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ შეირჩა, როგორც პირველი შშმ ასტრონავტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაემგზავრება. ევროპის კოსმოსური სააგენტო ამჟამად იკვლევს მაკფოლის ფეხის პროთეზის მასალას, რომელიც მათი ეჭვით, სადგურის ეკიპაჟისთვის შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს.
ფეხის პროთეზი კარბონის სხვადასხვა ბოჭკოებისგან და მაღალი სიმკვრივის პოლიმერების შემცველი ქაფისგან შედგება. პროთეზის შემადგენელმა კომპონენტებმა შესაძლოა მომწამვლელი აირი წარმოშვას, რაც კოსმოსურ სადგურში დაგროვდება და ეკიპაჟისთვის საშიში იქნება.
იმისთვის, რომ ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წასვლის ნებართვა მოიპოვოს, საჭიროა 100-მდე სპეციალური ფიზიკური კომპონენტის დაკმაყოფილება, მათ შორის უსაფრთხო გადაადგილება და გადაუდებელი პროცედურების შესრულება. როგორც ცნობილია, ჯონ მაკფოლისთვის პოლიმერების შემცველ ქაფის კომპონენტის მოშორება შეუძლებელია, რადგან პროთეზით მის გარეშე მარტივად ვერ გადაადგილდება.
ჯონ მაკფოლიმ ფეხი 19 წლის ასაკში მოტოციკლეტით ავარიისას დაკარგა. 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიადაზე მაკფოლიმ 100 მეტრის დისტანციაზე სირბილში ბრინჯაოს მედალი აიღო.