ბრიტანეთი: ბოლო პერიოდში რუსეთმა ომის დაწყებიდან, ალბათ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ გასული თვე ნახევრის განმავლობაში რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა.
უწყება ვარაუდს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიწოდებული ანგარიშების საფუძველზე გამოთქვამს.
მონაცემების მიხედვით ნოემბერში ს სამხედრო დანაკარგებმა დღე-ღამეში 931 ადამიანი შეადგინა, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქამდე “ყველაზე სასიკვდილო თვე” 2023 წლის მარტი იყო, როდესაც ბახმუტზე შეტევისას ოკუპანტები დღე-ღამეში საშუალოდ 776 სამხედროს კარგავდნენ.
ნოემბრის თვეში რუსეთის შეიარაღებული ძალები უშედეგოდ ცდილობს სოფელ ავდიივკის დაკავებას. ათასობით მოკლულის გარდა რუსებმა 200-ზე მეტი ჯავშანტექნიკაც დაკარგეს.