ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს

ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს. რეჟისორის თქმით ეს მისი ბოლო პროექტია.
მომავალი ფილმის სახელია The Movie Critic. სურათის მოქმედება 70-იანებში ვითარდება, მთავარი გმირი კი ცინიკოსი კინოკრიტიკოსია, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, რეალურად არსებულ კრიტიკოსს პოლინ კაელს ეფუძნება.
“მე ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ ფილმს არ ნახავთ. ახლავე წავიკითხავდი რამდენიმე პერსონაჟის მონოლოგს, მაგრამ არ ვიზამ. ოდნავ ნაკლები ვიდეოკამერა რომ ყოფილიყო შეიძლება წამეკითხა კიდევაც, დიდი ცდუნებაა. უბრალოდ დაელოდეთ და თავად ნახავთ”. – თქვა ტარანტინომ 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე.
ამჟამინდელი ინფორმაციით ტარანტინო გადაღებებს 2024 წელს დაიწყებს. რა სიდიდის როლს შეასრულებს პიტი ახალ ფილმში ამ ეტაპზე უცნობია.
პიტი და ტარანტინო ერთობლივ პროექტზე მესამედ ითანამშრომლებენ. 2009 წელს მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა უსახელო ნაბიჭვრებში, ხოლო 2019 წელს – ერთხელ ჰოლივუდში, უკანასკნელმა პიტს კარიერაში პირველი ოსკარი მოუტანა.