ბრალდებები ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე – რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე საერთაშორისო გამოძიებას, კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ლავროვი მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს და დამნაშავედ უკრაინულ მხარეს ასახელებს.
“უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდის რეგიონში მოსკოვისა და კიევს შორის შეთანხმებული მომდევნო გაცვლისთვის გადაჰყავდათ. იმის ნაცვლად, რომ ეს გაცვლა მომხდარიყო, უკრაინულმა მხარემ ხარკოვის რეგიონიდან ამ თვითმფრინავზე საზენიტო სარაკეტო შეტევა განახორციელა, რომელიც ფატალური აღმოჩნდა.
ჩვენ უკვე მოვითხოვეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა და დიდი იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობებს და უკრაინულ მხარეს ექნება შესაძლებლობა თქვას, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი,” – აცხადებს .
თავის მხრივ, ყველა ფაქტის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი.
“აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი პატიმრების სიცოცხლეზე, მათი ოჯახების გრძნობებსა და ჩვენი საზოგადოების ემოციებზე თამაშობენ.
ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა.
“ფაქტები” ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას,” – აცხადებს .
ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, წინასწარი ინფორმაციით, 74 ადამიანი – მათ შორის, 65 უკრაინელი ტყვე იყო. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დაღუპულია. სამხედრო ტყვეების 24 იანვრისთვის დაგეგმილი გაცვლა დაადასტურა უკრაინის დაზვერვამაც. დეტალების გარკვევაში უკრაინას დახმარებას დაჰპირდა ვაშინგტონი.
იმყოფებოდნენ თუ არა რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები. საოკუპაციო ძალა ირწმუნება, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია და ისინი რუს სამხედროებზე ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაეცვალათ. თუმცა, ს დესტრუქციული ქმედებების შემდეგ, ტყვეთა გაცვლის სამომავლო პროცესიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, ამ შემთხვევაში გაუგებარია ის, თუ რატომ მიფრინავდა “ილ-76” ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში და არა პირიქით. ახლა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკითხის გაეროს სხდომაზე განხილვას ითხოვს. როგორც ცნობილია, სხდომა უკვე ჩანიშნულია და დღეს, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.
რუსეთის ხელისუფლებამ ბელგოროდის ოლქში “ილ-76”-ის ჩამოვარდნა ავიაკატასტროფიდან რამდენიმე წუთში დაადასტურა. ამ ფაქტს კიევში საეჭვოდ მიიჩნევენ. საეჭვოა უკრაინის დაზვერვისთვის რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული კადრებიც. კერძოდ, როგორც კრემლი აცხადებდა, ბორტზე 65 ტყვე, 3 მეთვალყურე და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, მედიის მიერ ნაჩვენებ ვიდეო-მასალაში კი მხოლოდ 2 ცხედარი ჩანს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ სატვირთო ხომალდებით საბრძოლო მასალის გადატანა ხდებოდა, რომელიც ხარკოვზე იერიშისთვის გამოიყენებოდა. შესაბამისად, მსგავსი თვითმფრინავების ჩამოგდება გაგრძელდებოდა მომავალშიც. ტყვეების შესაძლო დაღუპვაზე უწყებაში არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ, დღეს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლა.
რაც შეეხება უკრაინაში არსებულ სიტუაციას – ომის 701-ე დღეს საოკუპაციო ძალა აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. კამიკაძე დრონებით შეუტიეს ხარკოვის, ოდესის და მიკოლაივის ოლქებს. საპასუხოდ, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით კრასნოდარის ოლქში, ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობ ბაზაზე მიიტანეს იერიში.

ასევე დაგაინტერესებთ