“ბორდო” ისევ კაცნაკლული დარჩა და ისევ წააგო

ლიგა 2-ის მეჩვიდმეტე ტურში „ბორდო“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „რუანთან“ 2:3 დამარცხდა.
ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო და გაეტან ვაისბეკის გაძევების გამო „ბორდო“ კაცნაკლული იყო. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებმა შეუტიეს, ალბერტ ელისმა დუბლი შეასრულა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.
„ბორდო“ 18 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია, 9 დეკემბერს თასზე სტუმრად ქვედალიგურ „ანგულემს“ დაუპირისპირდება, 16 დეკემბერს კი ჩემპიონატზე „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს.
რუანი – ბორდო
გოლები: 1:0 სუმანო (15), 2:0 კამარა (19), 3:0 კულიბალი (55),
3:1 ელისი (78), 2:3 ელისი (88)
გაძევება: ვაისბეკი (57, ბორდო)