“ბიჭი, ბიჭი, დამინახე, დამინახე, პასი, პასი, მომე პასი – ეგაა თამარი”– ვახო სანაია

გავიღვიძე და ულამაზესი ამბავი დამხვდა.
მაშინდელი ,,დემოკრატიის” ერთ-ერთი გამოვლინება (თითქოს ვეცეკვებოდე ვინმეს) ეპისტოლური დისკუსიისას შუაში ჩაგვხტომია თავისი გლახა როკვითა და უფრო გლახა დემოკრატიული გამოცდილებით. რა დავაშავე – დღეს უკვე თამარ ჩერგოლეიშვილი მესაუბრება დემოკრატიაზე. ვისაც ეზოში ფეხბურთი უთამაშია, შემჩნეული ექნება. სადღაც კუთხეში, კუთხურის ალმის ადგილის სიახლოვეს, ყოველთვის დგას ერთი და იძახის : ბიჭი, ბიჭი, დამინახე, დამინახე, პასი, პასი, მომე პასი. და არ აძლევენ პასს. ეგაა თამარი. მეტი პასი ანუ პასუხი ჩემგან არ იქნება. იდგეს კუთხეში ისევ.
ამ დემოკრატიის დედას, განსხვავებული აზრის გამო ნახევარი საქართველო ფეისბუქზე ჰყავს დაბლოკილი, მათ შორის ჩემი ყველა ექაუნთი დაბლოკა. ფეისბუქზე ხომ დემოკრატია, პარტიაში ხომ კარგია და კარგი და ხელისუფლებაშიც რა კარგი იქნებოდა

ასევე დაგაინტერესებთ